მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

17:10, 23.10.2022

მეტროსადგურზე „თავისუფლების მოედანი“ ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა. შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცია. მათივე თქმით, მამაკაცს სასწრაფო დახმარება დროულად აღმოუჩინეს და ქართულ-ამერიკულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ პირველ ხაზზე მოძრაობა შეზღუდული იყო და მალე აღდგა.

მსგავსი