მონტენეგროს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიუბიშ ტუმბაკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენეს. მან და კიდევ ორმა ფეხბურთელმა კოსოვოსთან თამაშზე მისვლაზე უარი თქვეს.
საფეხბურთო მატჩი 7 ივნისს პოდგორიცაში იმართებოდა და ანგარიშით 1:1 დასრულდა. მწვრთნელმა და კიდევ ორმა ფეხბურთელმა, რომლებიც ასევე სერბები არიან, თამაშში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ამის შემდეგ მონტენეგროს საფეხბურთო კავშირმა საგანგებო სხდომა გამართა და სერბი მწვრთნელი დაითხოვეს. მომდევნო მატჩში, რომელსაც მონტენეგრო ჩეხეთის წინააღმდეგ 10 მაისს გამართავს, ფეხბურთელებს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.
როგორც მოგვიანებით მონტენეგროს მედიამ გაარკვია, ეროვნული ნაკრების მწვრთნელსა და ფეხბურთელებს სერბი გულშემატკივრები ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ კოსოვოს ნაკრებთან მატჩში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, რადგან სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს.