მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი ავტოავარიაში მოჰყვა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, იგორ დოდონის კორტეჟში შემავალი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა. შედეგად კი ერთ-ერთი ავტომობილი გადატრიალდა.
„წინასწარი ცნობით, პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია ტელეკომპნია Publika.md-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიციამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა, თუმცა დამატებითი დეტალების გამხელაზე უარი თქვა.
„ორი ავტომობილი, რომელიც პრეზიდენტის კორტეჟში იმყოფებოდა, ავარიაში მოჰყვა. მანქანებში მყოფ პირებს სამედიცინო დახმარება გუწიეს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.