მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, საქართველოსაც და უკრაინასაც ჩამოვრჩებით
ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში მოლდოვა საქართველოს და უკრაინას ჩამორჩება, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მოლდოვის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა გრძელი გზის გავლა, რომ მოლდოვის კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოხდეს.
„გვაქვს წყაროები და ინფორმაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით საქართველოსაც და უკრაინასაც. საქართველომ და უკრაინამ ეს პროცესი ადრე დაიწყეს, ჰყავდათ მთავრობები, რომლებმაც ევროინტეგრაცია პრიორიტეტად აქციეს. ჩვენ იძულებული ვართ, მათ დავეწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა ამასთან გამკლავებას შესაძლებელს გახდის“, – განაცხადა ნატალია გავრილიცამ.