მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორთათვის 90-წამიანი ფილმების კონკურსი გაიმართება
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს 90-წამიანი ფილმების კონკურსს.
კონკურსი „დეპიქტის“ (DepicT) სახელწოდებით უკვე რამდენიმე წელია ტარდება ბრისტოლის კულტურის ცენტრ „უოთერშედში“ საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში.
„დეპიქტის“ კონკურსის მონაწილეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააცნონ თავისი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და დაამყარონ კონტაქტი ინდუსტრიის საერთაშორისო წარმომადგენლებთან- დისტრიბუტორებსა და პროდიუსერებთან, ასევე სხვა რეჟისორებთან და მოკლემეტრაჟიანი კინოს მოყვარულებთან.
„დეპიქტის“ მიზანია, აღმოაჩინოს რეჟისორები, რომლებიც ორიგინალურობით, მდიდარი წარმოსახვის უნარით და ახალი ხედვით გამოირჩევიან, და მისცეს მათ საშუალება, იასპარეზონ კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებში, როგორიც არის ოსკარი, ბაფტა, ევროპული კინოაკადემიის პრიზები.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ რეჟისორებს, ასევე მოყვარულებს. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ, რომ „დეპიქტის“ გამარჯვებულებს მრავალი საინტერესო პრიზი ელოდება: ფილმის ჩვენება თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე; სრულად დაფინანსებული მონაწილეობა ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალზე (პირველი პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან); ფულადი ჯილდო 500 ევროს ოდენობით (მეორე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან); ინგლისური ენის სასერთიფიკაციო გამოცდის – IELTS-ს დაფინანსება(მესამე პრიზი ბრიტანეთის საბჭოსგან); ფილმის ჩვენება ბრისტოლის 2020 წლის Encounters საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ ბაფტა-ს (BAFTA) შესარჩევ კონკურსში;