ახალ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმ „მეხდაკრულს“ პირველად შვედეთში აჩვენებენ
ახალ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმ „მეხდაკრულს“ პირველად შვედეთში აჩვენებენ

ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მეხდაკრული“ ფესტივალისთვის ემზადება. ამჟამად დამასრულებელი ეტაპი, კინოსურათის ფერისა და ხმის კორექცია მიმდინარეობს.

პირველი ქვეყანა, რომელიც ფილმით ჯერ კიდევ გადაღებების პროცესში დაინტერესდა, შვედეთია. სავარაუდოდ, სწორედ შვედეთი იქნება ქვეყანა, სადაც „მეხდაკრულს” პირველად აჩვენებენ

მეხდაკრული” 2017 წლის ეროვნული კინოცენტრის მოკლმეტრაჟიანი ფილმების დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტია, რომლის გადაღებებიც 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდა. ფილმის რეჟისორია გიორგი ქობალია.

ფილმი მარტოხელა მამაკაცზე მოგვითხრობს, რომელსაც მოულოდნელად სიკვდილის ფობია უჩნდება. ავტორმა საკუთარ თავს გადახდენილი რამდენიმე ისტორია გააერთიანა და ერთ ამბად აქცია.

ფილმში მთავარ როლებს მსახიობები რამაზ იოსელიანი და ნათია ფარჯანაძე ასრულებენ.