ქართული ფილმი „8 წუთი“ ინდოეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა
ქართული ფილმი „8 წუთი“ ინდოეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმის, „8 წუთი“ საერთაშორისო წარმატებებს კიდევ ერთი გამარჯვება შეემატა. ფილმი ინდოეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ფილმის სცენარისტი მარი ბექაური ავრცელებს. ეს „8 წუთის“ მეშვიდე გამარჯვებაა უცხოურ ფესტივალებზე, რომელთაგან ყველაზე გლობალური მანჰეტენის კინოფესტივალია.

ამჟამად „8 წუთი“ ბაქოს საერთაშორისო კინოფესტივალზეც იბრძვის გამარჯვებისთვის. ფესტივალი START 14-17 ნოემბერს ჩატარდება და მას მთელი მსოფლიოდან ფინალში გასული ფილმების რეჟისორები და პროდიუსერები დაესწრებიან, მათ შორის – „8 წუთის“ რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი და პროდიუსერი – გეგა ხმალაძე.

ბაქოს ფესტივალზე წელს 405 ფილმი მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ 41 შეარჩია. მათგან საუკეთესო კი , 17 ნოემბერს გამოვლინდება.