გურიაში საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. დედაქალაქიდან ჩასულმა ახალგაზრდა მოხალისეებმა ოზურგეთის მოსახლეობას საკვები პროდუქტები სახლში მიუტანეს.
„ყველა ვხედავთ, როგორი რთული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. ბევრმა იცის ჩემი და ჩემი მეგობრების საქველმოქმედო აქციების შესახებ, რომელიც მრავალი ადმიანის გვერდში დგომით ხორციელდება. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, იმ ადამიანებს ვინც გვერდში დაგვიდგა და ჩვენს მოსახლეობას დაეხმარა.
დღეს ჩვენ მრავალშვილიანები, ხანდაზმულები, მარტოხელა ადამიანები და შშმ პირები გავახარეთ. დავიწყეთ როგორც თანხის ასევე, პროდუქტების შეგროვება და დავეხმარეთ 22 ოჯახს, რომლებმაც თხოვნით მოგვმართეს“, – განაცხადა საქველმოქმედო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლაშა მოისწრაფიშვილმა.