მოძრაობამ „იპოდრომი-უბეტონო მხარე“ აქცია გამართა
მოძრაობამ „იპოდრომი-უბეტონო მხარე“ აქცია გამართა

მოძრაობამ „იპოდრომი – უბეტონო მხარე“ თბილისში აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ „ცენტრალური პარკის“ პროექტში გათვალისწინებული არ არის პარკის ისტორია, არც მისი განსაკუთრებული სპეციფიკა და ბუნებრივი განაშენიანება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, არ არიან პარკის მოწყობისა და იპოდრომის გაუმჯობესების წინააღმდეგები, თუმცა მათი განცხადებით, იპოდრომი უნდა გახდეს უკეთესი სარეკრეაციო სივრცე მეტი ბუნებრივი ლანდშაფტით.

თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილი „ცენტრალური პარკის“ პროექტის მიხედვით, იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილია კაფე-რესტორანის, საგანმანათლებლო ცენტრის, ხელოვნური სტადიონის, დეკორატიული ბაღების, ძაღლების სასეირნო ადგილის, სამი საპარკინგე ზონის, მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 5 ოქტომბერს მოეწერა. იხილეთ პრეზენტაცია, თუ როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი.