მოძრაობა „თალიბანმა“ რამადანის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვაზე უარი განაცხადა
მოძრაობა „თალიბანმა“ რამადანის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვაზე უარი განაცხადა

მოძრაობა „თალიბანმა“ რამადანის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვაზე უარი განაცხადა. ამრიგად, მოძრაობის ლიდერებმა ავღანეთის მთავრობის სამშვიდობო შეთავაზება უარყვეს.

„თალიბების“ თქმით, ავღანეთის ხელისუფლებასთან მიმდინარე სამშვიდობო დიალოგის პროცესში არსებული უთანხმოების გათვალისწინებით, სამშვიდობო ზავის დაცვა „არარაციონალური“ იქნებოდა.

რამადანის პერიოდში ცეცხლს შეწყვეტა მოძრაობის წევრებს ავღანეთის პრეზიდენტმა შესთავაზა. ამის ერთ-ერთ მიზეზად აშრაფ ღანიმ ავღანეთში კორონავირუსის ეპიდემია დაასახელა, თუმცა „თალიბანში“ განაცხადეს, რომ სამხედრო მოქმედებები არ შეწყდება. მოძრაობის წევრებმა მოუწოდეს მთავრობას, მათი თანამებრძოლები ციხიდან გაათავისუფლონ და მძევლების გაცვლის პროცესი დაიწყონ.

„თალიბანის“ მებრძოლების მხრიდან ძალადობა დაგმეს ნატო-ში. ბრიუსელში „თალიბანის“ წევრებსა და ხელისუფლებას სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.