ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა
ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა

ავღანეთში მოძრაობა „თალიბანის“ მიერ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50 კი დაშავდა.

ამის შესახებ „ევრონიუსი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

დაღუპულებს შორის უსაფრთხოების ძალების რვა წარმომადგენელი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა. თავდასხმა ღაზნის პროვინციაში მოხდა. ავტომობილში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა უსაფრთხოების ძალების ეროვნული დირექტორატის შენობასთან პიკის საათში ამოქმედდა.