ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო
ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო

ავღანეთის დედაქალაქში, ქაბულში მომხდარ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

აფეთქება ავღანეთში ნატო-ს ძალებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ახლოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი და ახლოს მდებარე შენობა. ​დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დატოვე კომენტარი