მოძრაობა „თალიბანი“ - 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაცია აკრძალული იქნება
მოძრაობა „თალიბანი“ - 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაცია აკრძალული იქნება

მოძრაობა „თალიბანი“ – 31 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან ევაკუაცია აკრძალული იქნება. ამის შესახებ მოძრაობის პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 31 აგვისტომდე საკმარისი დროა, რათა უცხოელი მოქალაქეების ავღანეთიდან გაყვანა მოხერხდეს.

ამასთან, „თალიბანის“ პრესსპიკერი ამბობს, რომ თალიბები არ ემხრობიან ავღანელების მიერ ქვეყნის დატოვებას.