„ბიბისი“ - დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა
„ბიბისი“ - დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ განათლებაზე წვდომის შეზღუდვა ძალაში დაუყონებლივ შედის.

მოძრაობა „თალიბანმა“ გასულ წელს გოგონებს საშუალო სკოლაში განათლების მიღება აუკრძალა.

მომხდარის გამო შეშფოთება გამოთქვა გაერო-მ. გაერო-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შეზღუდვა ქალების უფლებებს არღვევს.