მოძრაობა „სირცხვილია“ - პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ
პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა „სირცხვილია“, – ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა.
ამასთან, დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
მომხდარის შემდეგ შეუძლოდ გახდა დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. ამ დროისთვის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული. სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.