ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომა შეწყდა
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანა, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომა შეწყდა

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გაურკვეული ნივთიერება შეიტანა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება.

„ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის წარმომადგენელი და გარკვეული ნივთიერება შემოიტანა, დაასხა აქ. ხვდებით, მიზანი რა არის. აქედანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება, ალბათ სასურველია, რომ ხუთწუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს დეპუტატების ვინაობა არ დაუსახელებია.

დატოვე კომენტარი