მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებს სამართალდამცველებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინეს
სამართალდამცველებმა მოძრაობა შეცვალეს წევრებს საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინეს.
ამაჟამად აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები საკრებულოს დერეფანში არიან შეკრებილები. არის მცირე დაპირისპირებებიც. შეხლა-შემოხლისას ერთი პირი შეუძლოდ გახდა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტში მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მჯდომარე აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეთა მოთხვონაა, რომ ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს დეპუტატის მანდატი.