მოძრაობა „არა ნაციზმს“ რუსთავში აქცია-მსვლელობას მართავს. ნანა კაკაბაძისა და ია მეტრეველის განცხადებით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას უერთდებიან.
ამ დროისთვის მოძრაობის წევრები ქალაქ რუსთავიდან თბილისისკენ მანქანებით მიემართებიან.
„ჩვენ მთელ რუსთავს მოვივლით მანქანებით და ამის შემდეგ თბილისისკენ გავემართებით. მიზანი ის არის, რომ არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში შემობრუნება. სწორედ, ამ მიზნით ვუერთდებით „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ აქციას”,- განაცხადა ია მეტრეველმა.