მიწის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მაქსიმალური ზღვრული ნორმები დადგინდება
მიწის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მაქსიმალური ზღვრული ნორმები დადგინდება

მიწის რეფორმის ფარგლებში, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ საკუთრების უფლების აღიარებას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მაქსიმალური ზღვრული ნორმები დადგინდება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომლის ინიცირება18 ნოემბრის ბიუროა სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დადგინდება, რომ თვითნებურად დაკავებული, ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ბარში 1.25 ჰა-ს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებებში – 5 ჰა-ს.

„ზღვრული ნორმები განისაზღვრა, 1990-იან წლებში ჩატარებული მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებისა და უფლების დამდგენი დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის N290 დადგენილების შესაბამისად დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთების ზღვრული ნორმები, ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. კერძოდ, სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობისათვის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 1.25 ჰა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში – 5 ჰა.

მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მართალია, მიწების ნაწილი არის ფიზიკური პირების ფაქტობრივ მფლობელობაში/სარგებლობაში და მათ არ ჰყავთ მოდავე, მაგრამ, 90-იან წლებში ჩატარებული მიწის განაწილების პროცესის ხარვეზების გამო, მათ არ გააჩნია შესაბამისი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული პრობლემის ეფექტურად მოგვარების მიზნით, ასეთ ოჯახებს მიეცემათ შესაძლებლობა, მარტივად დაირეგისტრირონ მათ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები იმ ზღვრული ოდენობის ფარგლებში, რაც მათ მეზობლად მცხოვრებ ოჯახებს დოკუმენტების საფუძველზე თავის დროზე გადაეცათ”, – აღნიშნულია პროექტში.