მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია დღეს იხსნება. სამი დღის განმავლობაში, ბავარიაში არაერთ მნიშვნელოვან სტუმარს ელოდებიან. მათ შორის იქნება გაერო-ს და NATO- ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში და იენს სტოლტენბერგი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი.
აშშ-ის მთავრობიდან კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს თავდაცვის მდივანო ჯეიმს მეტისი და ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჰერბერტ მაკმასტერი. ფორუმს დაესწრება სახვადასხვა ქვეყნის მთავრობის მეთაური. მათ შორის გაერთიანებილი სამეფოს პრემიერი ტერეზა მეი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი.
რუსეთის დელეგაციას მიუნხენის კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. ბავარიაში ჩავლენ თურქეთის და ირანის მთავარი დიპლომატებიც.
წელს კონფერენციის მთავარ თემებს შორის არის საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირის როლი და ურთიერთობები რუსეთთან და აშშ-თან. ფორუმის მონაწილეები ასევე განიხილავენ ლიბერალური დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს. დისკუსია შეეხება კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებასაც.
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს.
კონფერენცია 1963 წლიდან იმართება და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმად ითვლება.
კონფერენცია 18 თებერვლამდე გაგრძელდება.