მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე - კონფერენციიდან გამყვება ძლიერი ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება
მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე - კონფერენციიდან გამყვება ძლიერი ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება

მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან გამყვება ძლიერი ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება, ერთობა, რომელიც არ იღებს ამ საშინელ ომს, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰოისგენმა შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერება.

„სამი დამღლელი, საინტერესო, დისკუსიებით სავსე დღე გვქონდა, რომლის მოკლედ შეჯამება საკმაოდ რთულია. პირადად მე რაც გამყვება ამ კონფერენციიდან, არის ტრანსატლანტიკურ სივრცესა და მის მიღმა ძლიერი ერთობა, ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება, ერთობა, რომელიც არ იღებს ამ საშინელ ომს. ჩვენ გვჭირდება ამ ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმაზე შეხვდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გადაიჭრა, მაგრამ ისინი ფიზიკურად მაინც არ ჩხუბობდნენ. ისინი საუბრობდნენ და ვფიქრობ, იმედის ნაპერწკალია, რომ ეს გაგრძელდება“, – განაცხადა კრისტოფ ჰოისგენმა.