მიროსლავ კლოზე „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ხდება
მიროსლავ კლოზე „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ხდება

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მიროსლავ კლოზე მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი გახდება, – წერს გაზეთი “ბილდი”. ეს თანამდებობა ვაკანტური 2016 წლის ივლისიდან არის, როცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მატიას ზამერმა დატოვა.

„ბილდის“ ინფორმაციით, კლოზემდე ამ პოსტს ფილიპ ლამსა და ოლივერ კანს სთავაზობდნენ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.
2016 წლის ზაფხულში კარიერის დასრულების შემდეგ, კლოზე გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. ამჟამად, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი „ბაიერნს“ აზიურ ტურნეში ახლავს.
კლოზე “ბაიერნში” 2007-2011 წლებში თამაშობდა და 150 მატჩში 53 გოლი გაიტანა.