მირიან ქათამაძე - ქობულეთი მერია ყველა პირადი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცემს საშვს, რათა მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები
ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, დღეს გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა.
როგორც მირიან ქათამაძემ განაცხადა, მარტივდება გადაადგილებები სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, ასევე დისტრიბუციის განხორციელებისთვის და სოფლად არსებული მაღაზიების მომარაგების კუთხით, ასევე თანამშრომლების გადაყვანის მიზნით.
„გამოიყო კონკრეტული დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეუძლია, მცირე მეწარმეებმა ისარგებლონ გადაადგილების უფლებით. ქობულეთი მუნიციპალიტეტის მერია ყველა პირადი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გასცემს საშვს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში დაკმაყოფილდეს ყველა საჭიროება, რაც მოქალაქეს გააჩნია მედიკამენტების, საკვები პროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის გარდა, ქობულეთის მერიაში მუშაობს საშვთა ბიურო, რომელიც აგროვებს მონაცემებს და ელექტრონული ფორმით გაიცემა საშვი და შესაბამისად დისტრიბუტორებს, მაღაზიის მეპატრონეებსა და ფერმერებს, რომლებსაც აქვთ აგროვადების შესაბამისად საჭიროება იმისა, რომ ჩაატარონ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების სამუშაოები, უკვე აღარ აქვთ პრობლემა სწრაფ და ოპერატიული გადაადგილების“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.