მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე პირველად შესრულდა
ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, მინსკში, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე პირველად შესრულდა. ღვთისმსახურება შეასრულა მამა მაქსიმემ, რომელმაც ქართველ მრევლს აღუთქვა მხარდაჭერა, ტაძარში სამომავლოდ ქართულ ენაზე წირვა-ლოცვების შესრულებასთან დაკავშირებით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და სათვისტომოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და ხაზი გაუსვეს ღონისძიების მნიშვნელობას ბელარუსში მცხოვრები ქართველების კიდევ უფრო მეტად გაერთიანების თვალსაზრისით.
წირვას ესწრებოდნენ ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.