მინსკში შეკრებილმა ასეულობით მოქალაქემ საპროტესტო აქციის დროს დაღუპულს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
ბელარუსის დედაქალაქში შეკრებილმა ასეულობით მოქალაქემ საპროტესტო აქციის დროს დაღუპულ მომიტინგეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
მეტროსადგურ „პუშკინსკაიასთან“ მოქალაქეებმა შეკრება ადგილობრივი დროით 12 საათიდან დაიწყეს და მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილის დარუპვის ადგილას მინსკის მცხოვრებლებმა ყვავილები მიიტანეს.
პუშკინის მოედანზე პოლიციის ძალები არ შეინიშნება. აქციის დროს დაღუპულ მოქალაქეს დღეს დაკრძალავენ.
მინსკში, პუშკინის მოედანთან აქციის მონაწილე 10 აგვისტოს, საღამოს დაიღუპა.