ბელარუსის შსს-ს ცნობით, მინსკში არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
ბელარუსის შსს-ს ცნობით, მინსკში არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა

ბელარუსის შსს-ს ცნობით, მინსკში არეულობის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ინციდენტი პრიტიცკის ქუჩაზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, მომიტინგეები ბარიკადებს აშენებდნენ, სპეცრაზმელებმა მათ ხელი შეუშალეს, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეეცადა სამართალდამცავების მიმართულებით უცნობი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაეგდო. ის აფეთქდა და მამაკაცმა სოცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები მიიღო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

შეგახსნებთ, ბელარუსში აქციები მეორე დღეა, არ წყდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, რომელთა მიხედვითაც, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა და მეექვსედ დაიკავებს პრეზიდენტის თანამდებობას.