მინსკში სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულია სულ მცირე 20 ადამიანი.
აქციის მონაწილეები მსვლელობას დამოუკიდებლობის მოედანზე მართავდნენ. პოლიციამ არასანქცირებული აქციის გამართვისთვის მათ დაშლისკენ მოუწოდა.
მინსკში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მას შემდეგ იმართება, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ცესკო-მ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა.