მინსკში მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იმართება
მინსკში მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იმართება

მინსკში მორიგი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია იმართება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ბელარუსის დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში დემონსტრანტებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. პარალელურად ქუჩებში მობილიზებული არიან სამართალდამცავები. გამოყვანილია სპეცტექნიკა.

საპროტესტო მარშის ორგანიზატორების თქმით, აქციის სახელწოდებაა „მარში ფაშიზმის წინააღმდეგ“.

გავრცელებული ცნობით, აქციის დაწყებამდე მინსკში დახურული იყო მეტროსადგურის ათი გაჩერება და ხარვეზები აქვთ მობილურ და ინტერნეტ კავშირს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოვსკაიამ მოუწოდა მოქალქეებს, საპროტესტო აქციების მონაწილეებს შეუერთდნენ.

„მხარს ვუჭერ ყველას, ვინც ქუჩაში გამოვა, თავის ეზოში გამოვა და გაისეირნებს საკუთარ უბანში. თითოეულ ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი ბელარუსისკენ მივყავართ“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ამასთან, ოპოზიციონერმა ბელარუსის სპეციალური დანიშნულების ძალებს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოს „ტერორისტული ორგანიზაციები უწოდა“.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელის გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ ზედიზედ მეექვსედ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.