ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება
ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება

ბელარუსის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვა დღესაც იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების პირველადი შედეგები ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

 

დატოვე კომენტარი