მინდელის შახტში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფი გაემგზავრა
მინდელის შახტში ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფი გაემგზავრა

მინდელის შახტში ეკონომიკისა და მდგრადის სამინისტროს სპეციალისტების ჯგუფი გაემგზავრა.

ამის შესახებ პირველ არხს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე წასულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გია კაკაურიძე და სააგენტოს ინსპექტორთა ჯგუფი.

მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. პროფკავშირების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, რომლებიც დამწვრობის დიაგნოზით საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.