პროფკავშირები - მინდელის შახტში სავარაუდოდ მოხდა იგივე ტიპის შემთხვევა, რაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც ექვსი ადამიანი დაიღუპა
პროფკავშირები - მინდელის შახტში სავარაუდოდ მოხდა იგივე ტიპის შემთხვევა, რაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც ექვსი ადამიანი დაიღუპა

მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დამწვრობის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ტექნიკურმა ინსპექტორმა, პაატა ნინუამ განუცხადა, სავარაუდოდ მოხდა იგივე ტიპის შემთხვევა, რაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც ექვსი ადამიანი დაიღუპა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მომხდარი შემთხვევის დეტალებს აზუსტებენ.

„სავარაუდოდ მოხდა იგივე ტიპის შემთხვევა, რაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც ექვსი დაღუპული იყო. დეტალები არ ვიცით და გადაჭრით ვერაფერს ვამბობთ, რადგან ჯერ კიდევ მოკვლევის პროცესში ვართ“, – აღნიშნა პაატა ნინუამ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. პროფკავშირების ცნობით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.