მიმდინარე წელს წიაღის სექტორში 30 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა
მიმდინარე წელს წიაღის სექტორში 30 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა

2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 30 250 000 ლარის ინვესტიციის მობილიზება შეძლო, საიდანაც საბიუჯეტო შენატანმა 15 000 000 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას წიაღის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, წიაღის ეფექტიანად განკარგვის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის საბადოებზე დამატებით 350 სამუშაო ადგილი შეიქმნა.