მიმდინარე წელს საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის 5 მარტის მონაცემებით, საქართველოში 102 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 87 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.
სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 204 აივ ინფიცირებული. მათ შორის 6 125 მამაკაცია და 2 079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი დღემდე 4 271 პაციენტს განუვითარდა, 1 660 გარდაიცვალა.
2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.8 % (3 102) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3 977) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (923) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (39) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია.
აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.