„მილუოკიმ“ „მაიამი“ 4:0 დაამარცხა და პირველი გავიდა პლეი ოფის მეორე რაუნდში [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მილუოკიმ“ რევანში აუღო „მაიამის“ შარშანდელი პლეი ოფის მეორე რაუნდში წაგების გამო.
* „მაიამი“ ლიდერობდა მატჩში პირველი წუთებიდან მესამე მეოთხედის შუამდე. მაქსიმალური სხვაობა ანგარიშში 12 ქულა იყო. ამის შემდეგ მატჩში ერთადერთხელ შეიცვალა ლიდერი – „მილუოკი“ დაწინაურდა და უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. ერთ მომენტში 19 ქულას აღწევდა.
* „ჰიტმა“ მესამე მეოთხედში 24-დან მხოლოდ რვა ტყორცნა ჩააგდო.
* „მილუოკიმ“ მეორე ტაიმში 63:39 მოიგო.
* „მილუოკის“ პლეი ოფის პირველ რაუნდში ბოლო 13 მატჩში 12 მოგება აქვს.
* „მილუოკიმ“ თავის ისტორიაში მეხუთედ მოიგო „მშრალი“ ანგარიშით პლეი ოფის სერია.
* ჯიმი ბატლერმა სერიის ვერც ერთ მატჩში ვერ შეძლო მინიმუმ 20 ქულის დაგროვება. მან ჯამში 64 ტყორცნა განახორციელა და მხოლოდ 19 ჩააგდო.
* მეორე რაუნდში „მილუოკის“ მეტოქე „ბრუკლინისა“ და „ბოსტონის“ სერიაში გაირკვევა.
* იანის ანტენტოკუნმპომ პირველად შეასრულა სამმაგი დუბლი პლეი ოფში.
მაიამი-მილუოკი 103:120 (26:22, 38:35, 21:34, 18:29)
მაი: ადებაიო (20+14 მოხსნა), დრაგიჩი (13), ბატლერი (12+10 მოხსნა+10 პასი), არიზა (11), რობინსონი (5) – სასტარტო; ნანი (18), ჰირო (14), იგუოდალა (8), აჩიუვა (2), ვინსენტი (0), დედმონი (0), ოკპალა (0), სტრუსი (0).
მილ: ბ. ლოპესი (25+8 მოხსნა), ი. ანტენტოკუნმპო (20+12 მოხსნა+15 პასი), მიდლტონი (20+11 მოხსნა), ჰოლიდეი (11+9 პასი), კონაუტონი (2) – სასტარტო; ფორბსი (22), პორტისი (13), ტაკერი (4+8 მოხსნა), ტიგი (3), ტუპანი (0), ჯექსონი (0), დიაკიტე (0), მერილი (0), ბრაიანტი (0).
სერია: 0-4