„მილუოკიმ“ სირენამდე 0.5 წამით ადრე ჩაგდებული ბურთით მოიგო და „მაიამისთან“ სერიაში დაწინაურდა  [ვიდეო] #1TVSPORT
„მილუოკიმ“ სირენამდე 0.5 წამით ადრე ჩაგდებული ბურთით მოიგო და „მაიამისთან“ სერიაში დაწინაურდა  [ვიდეო] #1TVSPORT

„მილუოკისა“ და „მაიამის“ სერიის პირველი მატჩი თანაბარი და ძალიან დაძაბული გამოვიდა. შეხვედრაში ლიდერი 17-ჯერ შეიცვალა, ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობა 8 ქულას შეადგენდა, მეოთხე მეოთხედსა და ოვერტაიმში ოთხ ქულაზე მეტი სხვაობა არ დაფიქსირებულა, მატჩის ბედი კი ოვერტაიმის დასრულებამდე 0.5 წამით ადრე კრის მიდლტონმა „მილუოკის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა.

„ბაქსმა“ კატასტროფულად ისროლა სამქულიანები – 31-დან მხოლოდ ხუთი ჩააგდო. არადა, რეგულარულის არც ერთ მატჩში არ ჩაუგდია შვიდ სამქულიანზე ნაკლები. სამაგიეროდ, „მილუოკიმ“ სამწამიანში მოპოვებული ქულებით (56-24) და მოხსნებით (64-51) აჯობა მეტოქეს.

შეგახსენებთ, რომ შარშან, პირველ ნომრად განთესილმა „მილუოკიმ“ მეორე რაუნდში 1:4 წააგო სერია „მაიამისთან“.

 

მილუოკი-მაიმაი 109:107 (ო) (22:24, 31:26, 27:28, 19:21, 10:8)

მილ: მიდლტონი (27+6 პასი), ანტენტოკუნმპო (26+18 მოხსნა), ჰოლიდეი (20+11 მოხსნა), ბ. ლოპესი (18+8 მოხსნა), დივინჩენცო (3+10 მოხსნა) – სასტარტო; პორტისი (8), ფორბსი (5), კონაუტონი (2), ტაკერი (0).

მაი: რობინსონი (24), ბატლერი (17+10 მოხსნა+8 პასი), ნანი (10), ადებაიო (9+12 მოხსნა), აროზა (8+12 მოხსნა) – სასტარტო; დრაგიჩი (25), ჰირო (10), იგუოდალა (2), დედმონი (2).

სერია: 1-0