„მილუოკიმ“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
„მილუოკიმ“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმა მთავარ მწვრთნელთან მაიკ ბუდენჰოლცერთან. გარიგების დეტალები უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ განახლებული ხელშეკრულება ოთხწლიანია.

„ბუდენჰოლცერის ლიდერის თვისებებმა, სამწვრთნელო სამუშაოზე გამოცდილებამ, მოთამაშეების განვითარებისკენ მიდრეკილებამ უდიდესი როლი ითამაშა საჩემპიონო ბრძოლაში. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ბუდენჰოლცერის მიერ გაწეული სამუშაოთი და ვამაყობთ იმით, რომ მასთან კონტრაქტი გავაგრძელეთ“, –  წერია კლუბის განცხადებაში.

2020-21 წლების სეზონში „მილუოკი“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა. ფინალურ სერიაში „ბაქსმა“ 4:2 დაამარცხა „ფინიქსი“.

დატოვე კომენტარი