ჯეიმს ჰარდენი „ბრუკლინს“ „მილუოკისთან“ სერიის მეორე შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ჯეიმს ჰარდენი „ბრუკლინს“ „მილუოკისთან“ სერიის მეორე შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება #1TVSPORT

„ბრუკლინმა“ ნბა-ის პლეი ოფის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით გახსნა. სტივ ნეშის გუნდმა საკუთარ არენაზე „მილუოკი“ 115:107 დაამარცხა.

„ბრუკლინის“ გულშემატკივრებისთვის შეხვედრის დასაყწისში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. „ნეთსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯეიმს ჰარდენმა მატჩის 43-ე წამზე კუნთი გაიჭიმა. მან უმალვე დატოვა პარკეტი და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.

გუშინ „ბრუკლინში“ ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჰარდენი ვერც სერიის მეორე შეხვედრაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამთამაშებლის ფუნქციას დიდწილად თავის თავზე კაირი ირვინგი აიღებს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი სტივ ნეში აცხადებს, რომ ჯეიმს ჰარდენს გამოსაჯანმრთელებლად იმდენი დრო მიეცემა, რამდენიც საჭიროა. დიდია ალბათობა, რომ ჯეიმსი ვერც „მილუოკისთან“ სერიის მესამე შეხვედრაში ვიხილოთ.