„მილუოკიმ“ ბობი პორტისი და დი ჯეი აუგუსტინი დაიმატა
„მილუოკიმ“ ბობი პორტისი და დი ჯეი აუგუსტინი დაიმატა

„მილუოკის“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ერთი მთავარი ამოცანა აქვს – შექმნას ძლიერი გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და იანის ანტეტოკუნმპოს „ბაქსში“ დარჩენას გადააწყვეტინებს. პირველი ნაბიჯები მილუოკელებმა უკვე გადადგეს – „მილუოკის“ წევრი ​ჯრუ ჰოლიდეი გახდა.

ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ბაქსს“ ბობი პორტისი და დი ჯეი აუგუსტინი შეუერთდნენ. პორტისი ახალ გუნდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. აუგუსტინი კი „ბაქსში“ სამ სეზონს გაატარებს და 21 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ბობი პორტისი „ნიუ იორკის“ შემადგენლობაში, გასულ სეზონზე მატჩში საშუალოდ 10.1 ქულასა და 5.1 მოხსნას აგროვებდა. დი ჯეი აუგუსტინს კი „ორლანდოს“ რიგებში მატჩში საშუალოდ 10.5 ქულა და 4.6 პასი ჰქონდა.