მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოროშენკოსთვის აქციების შეწყვეტის შესახებ წერილი არ მიუწერია
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის ლიდერისთვის აქციების შეწყვეტის შესახებ წერილი არ მიუწერია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, ის აპირებს შეტევა მიიტანოს მთავრობაზე. თუმცა, ოდესის ყოფილი გუბერნატორი აღნიშნავს, რომ მთავრობასთან დიალოგისთვის მზადაა.
„ისინი მთელი დღე აწყობენ საინფრომაციო პროვოკაციებს. ჯერ თქვეს, რომ საპროტესტო მარში სხვაგან გაიმართეობდა, აგზავნიან მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, საუბრობენ სხვადასხვა საიდუმლო მოლაპარაკებებზე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მათ შევუტევთ. თუმცა შემდეგ გავმართავთ მოლაპარაკებებს, ოღონდ კამერებთან ერთად. ეს იქნება მოლაპარაკებები ოლიგარქიული სისტემიდან თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლის შესახებ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტელეკომპანია ТСН-მ პოროშენკოს გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შერიგებას სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში სააკაშვილის მხრადამჭერები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.