უკრაინული მედია სააკაშვილის მიერ პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილის შესახებ წერს
უკრაინული მედია სააკაშვილის მიერ პოროშენკოსთვის გაგზავნილი წერილის შესახებ წერს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შერიგებას სთავაზობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ТСН პოროშენკოს გარემოცვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა პოროშენკომ სააკაშვილისგან წერილი მიიღო, რომელშიც დეესკალაციას სთავაზობს. თუმცა, წერილის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მიხეილ სააკაშვილის გუნდს.

მათთვის უცნობია, მისწერა თუ არა სააკაშვილმა პოროშენკოს რეალურად წერილი, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსგავსი რამ მოხდეს. მოთხოვნები კი შემდეგნაირია: ანტიკორუფციული სასამართლოს ჩამოყალიბება, არჩევნების შესახებ კანონი, კანონი იმპიჩმენტის შესახებ და გენერალური პროკურორის გადადგომა.

პოროშენკოსთან გაგზავნილი წერილის შესახებ ცოტა ხნის წინ გამოცემა Insider წერდა. გამოცემის ცნობით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მის გადაცემას ევროკავშირის ელჩის საშუალებით გეგმავდა.