კიევში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მსვლელობისთვის ემზადებიან [ფოტო]
კიევში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით მსვლელობისთვის ემზადებიან [ფოტო]

უკრაინაში, კიევში „იმპიჩმენტის მარშისთვის“ ემზადებიან. აქციის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ შევჩენკოს მოედანზე და ისინი მაიდნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

აქციის ორგანიზატორი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტია.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, მსვლელობა ამ დრომდე არ დაწყებულა. დემონსტრანტებს შორის, აქციის ორგანიზატორი მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ გამოჩენილა.

სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები იმის მიხედვით დაიგეგმება, რამდენი ადამიანი მივა დღევანდელ აქციაზე.