მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის საბურავს, მეხსიერების ბარათსა და მოდემს ექსპერტიზა ჩაუტარდა
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა, მისი ინფორმაციით ამჯერად ბაჩალიაშვილის გარკვეულ პირად ნივთებს ჩაუტარდა ექსპერტიზა, მათ შორის ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომანქანაში აღმოჩენილ მეხსიერების ბარათსა და სახლიდან ამოღებულ მოდემს, ასევე ექსპერტიზა ჩაუტარდა საბურავს, რომლის მეშვეობითაც დადგინდება, რამდენად იდენტური იყო არსებული კვალი ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანის საბურავებთან.
რამიშვილის განცხადებით, არსებულ საქმეში ნებისმიერი დეტალი გარკვეულ ინფორმაციას ინახავს და საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი გახდეს.
„ექსპერტიზა ჩაუტარდა საბურავს, მეხსიერების ბარათს, მოდემს. მუშაობა მიმდინარეობს და ძალიან მალე, როგორც თავიანთი განცხადებით განმარტეს, იქნება ექპერტიზის დასკვნა ყველაფერმა შეიძლება რაღაც ინფორმაცია მოგვცეს. ძალიან მალე ყველაფერს მივაწვდი საზოგადოებას, როგორ ხდებოდა ამის დაგეგმვა. ჩემთვის საქმის მასალის გაცნობიდან უკვე ნათელი ხდება, როგორ იყო ეს ყველაფერი, რას ემსახურებოდა, არა ვარაუდის დონეზე, არამედ უკვე იმ მტკიცებულებების შეკრებით, რაც არის საქმეში. მე დეტალურად უკვე შევისწავლე და დეტალურად მაქვს ჩემი ფორმულირება, იმ ჩვენებების საფუძველზე, იმ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, რასაც ახორციელებდა გამოძიება თავიდანვე და საზოგადოებას დეტალურად გავაცნობ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.