მიხეილ რამიშვილი - საქართველოში არ არსებობს პირადი სივრცე, ჩემს ტელეფონში რა ინფორმაციაც იყო, ყველაფრის კლონირება გააკეთეს
ჩემ მობილურ ტელეფონში რა ინფორმაციაც იყო, პირადი მიმოწერა, სურათები, ვიდეოები, აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება გააკეთეს, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
„მე შემიძლია, გითხრათ, რომ საქართველოში არ არსებობს პირადი სივრცე. ეს არის გაერთიანებული სივრცე და ჩვენ ჩვენი სივრცე არ გაგვაჩნია. მოხდა შემდეგი – განჩინებაში, ჯერ როგორი განხინება დაუშვა მოსამართლემ, გამომძიებლებს ვაჩვენე დეტალურად, ვანახე სურათებიც, შემდეგ მოთხოვნა და თხოვნა იყო, რომ სპეციალისტს ენახა ჩემი მობილური, დალუქული რომელიც იყო, შემდეგ განმარტება მომცეს, ნამდვილი რომ ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ, განჩინებაში გარკვევით ეწერა, რომ დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი სურათები და მიმოწერა იქნებოდა, ამის მაგივრად რაც კი ჩემ მობილურ ტელეფონში ინფორმაცია იყო, პირადი მიმოწერა, სურათები, ვიდეოები, აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება გააკეთეს. კითხვაზე, რატომ აკეთებ, პასუხი იყო, რომ ამ ყველაფრის კლონირებას გააკეთებდნენ და ხვალ როცა მოვიდოდი, ჩემთან ერთად ამას ყველაფერს გამიჯნავდნენ და ბატონი დავითის განჩინებაში დაწერილი რაც იყო, იმ პიროვნების მიმოწერას გამიჯნავდნენ. ამით აკეთებენ იმას, რომ სხვა კლიენტებთან თუ რამე კონფიდენციალური მქონდა, ან პირადი ინფორმაცია რამე იყო, ყველაფრის კლონირება გააკეთა და მითვისებას აპირებენ. ჩემ პირად სივრცეში შემოჭრას აპირებენ, ამით აკეთებენ ყველანაირ უკანონობას, ყველაფერს საზიზღრობას. ჩათვალეთ, ამით ყველანაირი კანონის უზენაესობა აღარ არსებობს, აღარ არსებობს სასამართლო და გამოძიება. ამაზე მეტ უკანონობაზე რაღაზე ვილაპარაკო. მაინც ვერაფერს ნახავთ, სულ რომ შუაზე გაიხეთ დიდიან-პატარიანად, თქვე უპატრონოებო და მაინც ვერ ჩამომაშორებთ ამ საქმეს, მაგრამ იცოდეთ, ეს როგორც კი პრეცედენტად იქნება დაშვებული, როგორც კი ამის უფლებას მივცემთ, რომ ჩვენს პირად სივრცეში შემოიჭრან, მონებად გვაქცევენ. საზიზღარ მდგომარეობაში ვიცხოვრებთ, ამას თუ დავაშვებინებთ. ოჯახს ოჯახად ვერ დამინგრევთ. მაინც გიპოვით ბაჩალიაშვილის მკვლელებს, თქვე ძაღლისშვილებო, დაგმარხავთ იქ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი დამარხეთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატმა აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ელჩებს მიმართა და შეხვედრა სთხოვა.
„კიდევ ერთხელ მივმართავ ამერიკის ელჩს, სხვა ქვეყნის ელჩებს, მესმის თქვენი დემოკრატიის გეზი და პრინციპები, დაგვეხმარეთ, მიგვიღეთ და მოგვისმინეთ. ხალხო, გამოფხიზლდით ამის პრეცედენტს ნუ დაუშვებთ. ხვალ დამიბარეს იმიტომ, რომ კონკრეტულად დავით ფურცხვანიძესთან მიმოწერა და ფოტოები გამიჯნონ და ერთად გავეცნოთ“, – დასძინა მიხეილ რამიშვილმა.