მიხეილ რამიშვილი - ახლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულობაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა პასუხი ბაჩალიაშვილის ოჯახის კითხვებს და აღდგება სამართლიანობის განცდა
საქმე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს რომ გადაეცა, ამ გადაწყვეტილებას დადებითად შევაფასებდი, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
„ვნახოთ, ამის მერე მათზეა დამოკიდებული ის ნდობა, რომელიც აღარ ჰქონდა ოჯახს ქვემო ქართლის პოლიციის მიმართ. მათ ოპერატიულობაზე, კეთილსინდისიერაბაზეა დამოკიდებული, რამდენად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც დააკმაყოფილებს ოჯახს და აღადგენს სამართლიანობის განცდას.
უნდა დადგინდეს, რას და ვის შეეწირა ამ ულამაზესი ბავშვის სიცოცხლე. გეგმები ძალიან ბევრი გვაქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმოქმედებს საგამოძიებო ორგანოები. რაც შეეხება ლეპტოპის გახსნას, ამას დაადგენს ალტერნატიული ექსპერტიზა. ვთვლი, რომ ამ საკითხზე ყველაფერი უნდა გაკეთდეს.” განაცადა რამიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვდა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე ქვემო ქართლის პოლიციას აღარ გამოეძიებინა და ის შსს-ს გადასცემოდა გამოსაძიებლად.