მიხეილ მჭედლიშვილი ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა
მიხეილ მჭედლიშვილი ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

მიხეილ მჭედლიშვილმა საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ იზეიმა გამარჯვება . მან დღევანდელი ტაი-ბრეიქის პირველივე 10-წუთიანი პარტიებისგან შემდგარ მატჩში დავით ჯოჯუასთან შეხვედრაში ანგარიშით 1,5:0,5 გაიმარჯვა.

ამრიგად, საპრიზო ადგილებზე გავიდნენ: I – მიხეილ მჭედლიშვილი, II – დავით ჯოჯუა, III – თორნიკე სანიკიძე.
ჩემპიონატში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 6 000 ლარი + ფედერაციის გრანტი 1 500 ლარი
II ადგილი – 4 500 ლარი+ ფედერაციის გრანტი 1 000 ლარი
III ადგილი – 3 500 ლარი+ ფედერაციის გრანტი 500 ლარი
IV ადგილი – 2 500 ლარი
ასევე I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები 2018 წლის ევროპის ვაჟთა ჩემპიონატზე დაფინანსდებიან.