მიხეილ ჩხენკელმა მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ახალი პროგრამები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის დირექტორთან ჯეფრი გოვეიასთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას განათლების სამინისტტრო ავრცელებს.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა ჯეფრი გოვეიას მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამებისათვის, რომელსაც მშვიდობის კორპუსი საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. თავის მხრივ, ჯეფრი გოვეიამ მინისტრს დაგეგმილი პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მსოფლიოში პანდემიური ვითარების დასტაბილურებისთანავე მოხალისეთა აქტივობები ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ჯეფრი გოვეიას თქმით, მშვიდობის კორპუსი საქართველოში ახალი ინიციატივის – ვირტუალური სერვისის პილოტირებას იწყებს, რომლის ფარგლებში მშვიდობის კორპუსის მოხალისეები პარტნიორ სკოლებთან და ორგანიზაციებთან დისტანციურად ითანამშრომლებენ კონკრეტული მიზნების მისაღწევად.
„აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ამერიკული კულტურისა და ისტორიის კლუბების, საზაფხულო, ახალგაზრდული და ინგლისური ენის ბანაკებისა და სხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მოსწავლეთა და მასწავლებელთა მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული. ამ პროგრამებისთვის 2020 წელს მშვიდობის კორპუსმა შესაბამისი რესურსები უკვე შექმნა. მშვიდობის კორპუსმა ასევე დაამტკიცა ორი პროექტი: ინგლისური ენა და ახალგაზრდების ჩართულობა (EYE), რომელიც ქართველ მოსწავლეებს, ახალგაზრდებს და მასწავლებლებს ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებასა და პირადი, პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებაში დაეხმარება. მისამართი: დ.უზნაძის #52, თბილისი; ტელ: 2200220; ელ.ფოსტა: [email protected]; www.mes.gov.ge; www.facebook.com/MESGeorgia რაც შეეხება მეორე პროექტს – ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარება (IOD) – იგი ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ქალებსა და დაუცველ მოსახლეობას სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ მოკლევადიანი მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ეწვევა, რომელიც საქართველოში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას სამინისტროსთვის. მხარეებმა ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები დეტალურად განიხილეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მშვიდობის კორპუსის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების, განათლებისა და ახალგაზრდობის ჩართულობისა და რეაგირების პროგრამის მენეჯერები. მშვიდობის კორპუსი განათლების სექტორში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პარტნიორია. საქართველოში ჩამოსული მოხალისეები მუშაობენ და ცხოვრობენ ქართულ თემებში და საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებენ. მოხალისეთა საქმიანობა ისეთ ასპექტებს მოიცავს, როგორებიცაა: ჯანსაღი ცხოვრების წესი, მოხალისეობის პოპულარიზაცია, ამერიკული კულტურის, დასავლური ორგანიზაციული პრაქტიკისა და ღირებულებების გაზიარება, ტექნოლოგიების გამოყენება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.