მიხეილ ჩხენკელი - სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ
მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ოთხშაბათს ხუთშაბათს და პარასკევს დროებით ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბნები, გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი მხოლოდ იმ სკოლებისთვის, სადაც საარჩევნო უბნებია და ეს არის იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდეს“, – განაცხადა ჩხენკელმა.