მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში ძალიან დიდია აშშ-ის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი
მიხეილ ჩხენკელი - საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში ძალიან დიდია აშშ-ის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკელ ხალხსა და ამერიკის მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.

მსურს, მთელი გულით მივულოცო ეს დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას, ელჩს საქართველოში, აგრეთვე ჩემს ამერიკელ მეგობრებს.

ძალიან დიდია ამერიკის, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში. ჩემთვის, როგორც საქართველოსა და აშშ-ს ორმაგი მოქალაქისთვის, ეს განსაკუთრებულად საამაყოა.

მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკელ ხალხსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ყველა განხორციელებული და მიმდინარე პროექტისათვის. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის მილოცვაში.