შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს ყველა ამერიკელ მეგობარს
შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს ყველა ამერიკელ მეგობარს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც პაპუაშვილი წერს, შეერთებული შტატები და საქართველო აგრძელებენ თანამშრომლობას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის ფორმატში.

„ვულოცავ 4 ივლისს ყველა ჩვენს ამერიკელ მეგობარს. გისურვებთ დღესასწაულებითა და სიხარულით სავსე დღეს, რადგან აღნიშნავთ თქვენი დიდი ერის დაბადების დღეს. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობა და პარტნიორობა აგრძელებს თანამშრომლობის, პროგრესისა და საერთო ღირებულებების განვითარებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს შალვა პაპუაშვილი.