საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკელ ხალხს და საქართველოში აშშ-ის ელჩს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! მადლობა მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განუზომელი წვლილისთვის და განათლების სისტემის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.
ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის თანადგომას. მოხარული ვარ, რომ ორი ქვეყანა, ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს საერთო ღირებულებებს. ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, ძალიან ძვირფასი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს და მადლობას გიხდით თანადგომისთვის!“, – ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.